ხარაგაულში, მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს
13/03/2020 11:58:18 საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუნევში მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს.
მისი გაყვანა სოფლიდან ადგილობრივებმა მოითხოვეს. მათივე თქმით, ქალი იტალიიდან ქმრის გარდაცვალების გამო რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლებმა და სამართალამცველებმა იგი წყალტუბოში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.


