Accentnews.ge
"პურის შეფუთვის გარეშე გასაღება კორონავირუსის გავრცელების რისკებს საგრძნობლად ზრდის"

"პურის შეფუთვის გარეშე გასაღება კორონავირუსის გავრცელების რისკებს საგრძნობლად ზრდის"

13/03/2020 11:13:08 საზოგადოება

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის განცხადებით, პურის შეფუთვის გარეშე გასაღება ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების რისკებს საგრძნობლად ზრდის.

მადონა კოიძე მოუწოდებს სახელმწიფოსა და ბიზნეს–სექტორს, პურის რეალიზებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ.

"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პური შეფუთვის გარეშე იყიდებოდეს, მომხმარებელი ეხებოდეს ხელით და მეორე ყიდულობდეს. პურის გარეცხვა არის შეუძლებელი, ერთადერთი რისკფაქტორი არის ტრადიციული ლავაში. ამაზე უნდა იზრუნოს როგორც სახელმწიფომ, ასევე ბიზნესმაც უნდა გაანალიზოს რისკები",- განაცხადა მადონა კოიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S