ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
13/03/2020 08:19:29 საზოგადოება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 12 პაციენტიდან 6 პირს ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
"მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ. დანარჩენი 6 პაციენტის ანალიზები დღეს გადაიგზავნება. 12–ივე პაციენტს საზღვარგარეთ ყოფნის ისტორია აქვს", – განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.


