ქალები ქალების მხარდასაჭერად: გლობალური მისიიდან პირად გამოცდილებამდე და საზოგადოებრივ გავლენამდე
21/03/2026 06:31:00 ინტერვიუ
ქალთა გაძლიერება მხოლოდ გლობალური დღისწესრიგის ნაწილი არ არის — ეს არის ღრმადპიროვნული გზა, რომელიც გამოცდილებაზე, სოლიდარობასა და საერთო პასუხისმგებლობაზეადაფუძნებული. Soroptimist International, რომელიცმსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს, აერთიანებს ქალებს, რომლებიც ერთობლივიძალისხმევით მუშაობენ სხვათა ცხოვრებისგაუმჯობესებაზე განათლების, მხარდაჭერისა დასაზოგადოებრივი ჩართულობის გზით.
წარმოდგენილი ერთობლივი ინტერვიუ აერთიანებსSoroptimist International Staten Island Club-ისხელმძღვანელობის, ორგანიზაციის ქართველიწევრისა და საზოგადოებრივ ინიციატივებშიაქტიურად ჩართული მმართველი საბჭოს წევრისხედვებს, რაც გვთავაზობს გლობალური მისიის, პირადი გამოცდილებისა და ადგილობრივი გავლენისურთიერთკავშირის სიღრმისეულ ანალიზს.
ინტერვიუ თინა ბილჩერ მერფისთან(Soroptimist International Staten Island Club-ისპრეზიდენტი)
კითხვა: როდის და რა იდეით დაარსდა Soroptimist International?პასუხი: Soroptimist-ის იდეა ჩამოყალიბდა 1921 წელს, ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის ბრძოლისპერიოდში. პირველი კლუბი დააარსა დუბლინელმასტიუარტ მოროუმ, რომელიც ოპტიმიზმის კლუბისწევრებს ეძებდა და ამ მიზნით ქალების მიერდაარსებულ სამდივნო სკოლას მიმართა.
კითხვა: რა არის ორგანიზაციის ძირითადი მისია დამიზნები დღეს?პასუხი: დღეს ორგანიზაციის მთავარი მისიააქალებისა და გოგოების ცხოვრების გაუმჯობესებაგანათლების ხელშეწყობის გზით.
კითხვა: რამდენ ქვეყანაში მოქმედებს ორგანიზაციადა დაახლოებით რამდენ ქალს დაეხმარეთარსებობის განმავლობაში?პასუხი: Soroptimist თავდაპირველად ჩამოყალიბდადიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო 1928 წელს შეიქმნა Soroptimist International. დღესორგანიზაცია 121 ქვეყანაში ფუნქციონირებს დაყოველწლიურად დაახლოებით 48,000 ქალს უწევსდახმარებას.
კითხვა: რა ტიპის პროგრამებს სთავაზობთდახმარების საჭიროების მქონე ქალებს?პასუხი: ჩვენ ვთავაზობთ „Dream“ პროგრამებსროგორც სასკოლო, ისე კოლეჯის დონეზე:
ეს პროგრამები ქალებს ეხმარება სიღარიბისა დაოჯახური ძალადობის დაძლევაში გრანტებისა დასაგანმანათლებლო სტიპენდიების საშუალებით.
კითხვა: შეგიძლიათ გაიხსენოთ ისტორია ქალზე, რომლის ცხოვრება განსაკუთრებით შეიცვალათქვენი ორგანიზაციის დახმარებით?პასუხი: რამდენიმე წლის წინ შევხვდით „Live Your Dream“ ჯილდოს რეგიონულ გამარჯვებულს. მისიამბავი განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო. ისვეტერანი იყო, რომელსაც მოძალადე ქმარმა ძალიანახლო მანძილიდან სახეში ესროლა, რის შედეგადაცმან თვალი დაკარგა. მიუხედავად ამისა, მან შეძლოსაკუთარი თავისა და შვილების გადარჩენაძალადობრივი ქორწინებიდან და განათლებისგაგრძელება სწორედ ამ პროგრამის დახმარებით.
კითხვა: რა მდგომარეობაში არიან ქალები დღეს დარა არის ყველაზე მწვავე პრობლემები?პასუხი: Soroptimist International-ის მიხედვით, დღესქალებისა და გოგოების წინაშე ყველაზე დიდიგამოწვევაა ეკონომიკური უთანასწორობა. კერძოდ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების არასაკმარისიდონე, რაც განპირობებულია სიღარიბით, ანაზღაურების უთანასწორობით და განათლებასა დაპროფესიულ განვითარებაზე შეზღუდულიხელმისაწვდომობით.
კითხვა: როგორ შეუძლიათ ქალებს ჩაერთონპროგრამებში და მიიღონ დახმარება?პასუხი: არსებობს განაცხადის წარდგენის პროცესი, კონკრეტული მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით, რომლებიც მითითებულია თითოეული კლუბისვებგვერდზე, ასევე Soroptimist of the Americas-ისა დაSoroptimist International-ის ოფიციალურ პლატფორმებზე.
კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვისსხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი ქალებისჩართულობა?პასუხი: სხვადასხვა კულტურის ქალების ჩართულობაჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მრავალფეროვანი პერსპექტივები ჩვენსგავლენას უფრო ძლიერსა და მნიშვნელოვნად ხდის. როდესაც განსხვავებული გამოცდილების მქონექალები ერთიანდებიან, ჩვენ ვსწავლობთერთმანეთისგან, ვაფართოებთ ხედვას და ვქმნითგადაწყვეტილებებს, რომლებიც რეალურად ასახავსიმ საზოგადოებებს, რომელთაც ვემსახურებით.
კითხვა: რა როლი შეუძლიათ შეასრულონიმიგრანტმა ქალებმა ადგილობრივი თემებისგაძლიერებაში?პასუხი: მრავალფეროვანი კულტურების ჩართულობამხოლოდ ღირებულება კი არ არის — ეს არისგანვითარების და რეალური გავლენის მთავარისაფუძველი.
კითხვა: და აქვე მინდა გკითხოთ ორგანიზაციისქართველი წევრის შესახებ — თქვენი აზრით, რამაგალითს აძლევს ლია კილაძე სხვა ქალებს, განსაკუთრებით იმიგრანტ ქალებს?პასუხი: ლიას წევრობა ჩვენი კლუბისთვისსასიამოვნო სიურპრიზი იყო.ის ჩვენი კლუბის მნიშვნელოვანი აქტივია — მოაქვსმდიდარი კულტურული პერსპექტივა, რაცმნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს საქმიანობას. დიდი ინტერესით ველით, რომ უფრო ახლოსგავიცნოთ მისი კულტურული წრეები და ვიპოვოთგზები მათი Soroptimist-თან დასაკავშირებლად, რათაგავაფართოოთ ჩვენი გავლენა და შედეგები.
კითხვა: როგორ აფასებთ მის როლსა და წვლილსორგანიზაციის საქმიანობაში?პასუხი: ლიას მიდგომა წევრობის მიმართ აქტიურიდა ჩართულობაზე ორიენტირებულია. ის არისგონიერი და ძლიერი მოხალისე, რომელიც მუდმივადერთვება პროცესებში და თითოეულ ღონისძიებაშიმონაწილეობს მაღალი პასუხისმგებლობითა დაგანსაკუთრებული მონდომებით.
გლობალური ხედვიდან პირად გამოცდილებამდე
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციისხელმძღვანელობა ყურადღებას ამახვილებს მისგლობალურ მისიასა და სტრუქტურირებულპროგრამებზე, გაძლიერებისა და სოლიდარობისრეალური გამოცდილება ნათლად აისახებაორგანიზაციის ქართველი წევრის, ლია კილაძისხედვაში. მისი პროფესიული და პირადი გზა მკაფიოდაჩვენებს, თუ როგორ გარდაიქმნება ესღირებულებები პრაქტიკულ, რეალურ გავლენად.
ინტერვიუ ლია კილაძესთან(საზოგადოებრივი განვითარების ექსპერტი, სოციალური მეწარმეობის მკვლევარი დაპრაქტიკოსი, Soroptimist-ის წევრი)
კითხვა: რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია, რომქალთა მხარდაჭერის საერთაშორისო ორგანიზაციაშიგაწევრიანებულიყავით?
პასუხი: ჩემთვის ქალთა გაძლიერება არასოდესყოფილა მხოლოდ ღირებულება, ეს არის პრაქტიკულისაქმიანობის ნაწილი, რომელსაც წლებიავახორციელებ როგორც მკვლევარი, ისე სოციალურიპროექტების ხელმძღვანელი. საქართველოში, ქუთაისის „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის ქუთაისი-კოლხას“ კლუბში წევრობამ (2019 წლიდან) მაჩვენა, რომ ქალთა მხარდაჭერა ყველაზეეფექტური ხდება მაშინ, როდესაც ის კოლექტიურფორმას იღებს. ამერიკაში ჩამოსვლისთანავეგავწევრიანდი Soroptimist International-ის სტეიტენაილენდის კლუბში, სადაც თავიდანვე ისეთისითბოთი და გულწრფელობით მიმიღეს, რომ თავი,საკუთარ ოჯახში ვიგრძენი.
კითხვა: თქვენი გამოცდილებით, რა ტიპისდახმარება სჭირდებათ ქალებს ყველაზე ხშირად?
პასუხი: ჩემი გამოცდილებით, ქალებს არც უნარებიდა არც მოტივაცია არ აკლიათ, უმეტესად, მათ არა აქვთ წვდომა შესაძლებლობებზე. ეს ხშირად ძალიანპრაქტიკულ საჭიროებებში გამოიხატება: მაგალითად მენტორი, რომელიც საკუთარ გამოცდილებასგაუზიარებს და გადაწყვეტილებების მიღებაშიდაეხმარება; პროფესიული კონტაქტები, რომლებიცკარიერული გზის გაკვლევაში მნიშვნელოვან როლსშეასრულებენ; ან ფინანსური მხარდაჭერა, რათადაიწყონ ის, რაც უკვე დიდი ხანია სურთ.
სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალები დგანან უფრო მძიმერეალობის წინაშეც და უწევთ გამკლავებაძალადობასთან, საზოგადოებისგანგარიყულობასთან ან იმ მდგომარეობასთან, როცაუბრალოდ არავინ ჰყავს, ვისაც დახმარებისთვისმიმართავს. ასეთ დროს ქალი არა მხოლოდრესურსების, არამედ უსაფრთხო სივრცისა დამხარდაჭერის გარეშე რჩება. განსაკუთრებით რთულმდგომარეობაში ვარდებიან ის ქალები, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. მათ ერთდროულადუწევთ პასუხისმგებლობის აღება როგორც საკუთარ, ისე შვილების მომავალზე. ეს პასუხისმგებლობაგადაწყვეტილებების მიღებას კიდევ უფრო ამძიმებს,რადგან გაურკვევლობა და მომავლის შიშიარამხოლოდ პირად, არამედ შვილებისკეთილდღეობასთან პირდაპირ არისდაკავშირებული.
ხშირად, ასეთ დროს ქალები ცდილობენ რომ პრობლემებს, საკუთარი ძალებით, ჩუმადგაუმკლავდნენ. გარედან შესაძლოა ყველაფერიმოწესრიგებულადაც კი ჩანდეს, თუმცა რეალურადისინი სერიოზულ ბარიერებს აწყდებიან. ესბარიერები მათ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვსუჩენს და კიდევ უფრო ზრდის მოწყვლადობას.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანიორგანიზებული მხარდაჭერა. სოროპტიმის ქალთა კლუბი, არის სივრცე, სადაც ქალები მარტო არ რჩებიან, აქ მათი ინდივიდუალური ძალისხმევაკოლექტიურ ძალად გარდაიქმნება.
კითხვა: როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევებს აწყდებიან ემიგრანტი ქალები ამერიკაში?პასუხი: ჩემი დაკვირვებით, გარდა ოჯახის წევრების და ახლობლების მონატრებისა, ემიგრანტი ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა, საკუთარიპროფესიული იდენტობის ხელახალი ჩამოყალიბებაა. ბევრ მათგანს აქვს განათლებადა გამოცდილება, რომელიც ახალ გარემოში ვერ რეალიზდება. ამასთან ერთადარსებობს ენობრივი და კომუნიკაციური ბარიერები, სოციალური კაპიტალისნაკლებობა, შრომით ბაზარზე შესვლის სირთულე, კულტურული ადაპტაციის წნეხი დახშირად, პასუხისმგებლობების გაორმაგება, სადაც ოჯახი და ეკონომიკურითვითკმარობა თანაბარმნიშვნელოვანია.
კითხვა: რას ნიშნავს თქვენთვის ქალთასოლიდარობა და ერთმანეთის მხარდაჭერა?
პასუხი: ჩემთვის ქალთა სოლიდარობა არისგააზრებული არჩევანი. ეს არის უარის თქმაკონკურენციის იმ მოდელზე, რომელიც ქალებსერთმანეთის წინააღმდეგ აყენებს, და ამისნაცვლად ვითარდება ურთიერთგაძლიერებაზედაფუძნებული სისტემა. ეს ნიშნავს: ერთმანეთისწარმატების აღიარებას და გაძლიერებას,რესურსების გაზიარებას, გამოცდილებისგადაცემას და საჭირო დროს — ერთმანეთისდაცვას.
რეალურ ცხოვრებაში სოლიდარობა სწორედ მაშინჩანს, როდესაც ქალი არ რჩება მარტო კრიტიკულეტაპზე, იქნება ეს პროფესიული, სოციალური თუპირადი გამოწვევა.
კითხვა: რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებიც ახლართულ მდგომარეობაში არიან და დახმარების გზებსეძებენ?
პასუხი: პირველ რიგში ვეტყოდი, რომ დახმარებისმოთხოვნა არის ძალის გამოვლენა, არა სისუსტე.ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ქალებმა შეიძლებადაუშვან, არის იზოლაციაში დარჩენა. ჩემიგამოცდილებით, ცვლილება იწყება საკუთარ თავთან პრობლემის აღიარებით, თუნდაც ერთი ადამიანისაგან დახმარების ძიებით და მცირე, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმით.
გამოცდილებიდან საზოგადოებრივ აღიარებამდე
გლობალურ პროგრამებთან და პირადჩართულობასთან ერთად, Soroptimist International განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ ქალებისაღიარებას, რომლებიც თავიანთ თემებშიმნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. ეს პერსპექტივანათლად აისახება ენჯი დეპომპო სეფისსაქმიანობაში, რომელიც აქტიურად არის ჩართულიისეთი ინიციატივების ორგანიზებაში, როგორიცააRuby Awards.
ინტერვიუ ენჯი დეპომპო სეფთან(ორგანიზატორი, მმართველი საბჭოს წევრი)
კითხვა: რა არის „Ruby Awards“ და რა მნიშვნელობააქვს ამ ჯილდოს?პასუხი: Ruby Award-ს Soroptimist-ის წევრები ანიჭებენიმ ქალებს, რომლებიც განსაკუთრებულ ძალისხმევასიჩენენ სხვების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. კერძოდ, ეს ჯილდო გადაეცემათ ქალებს, რომლებიცსაკუთარი ქმედებებით შთააგონებენ და ამხნევებენსხვებს. ჯილდო დაარსდა იმ მიზნით, რომ აღიაროს ამქალების მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებაზედა დაკავშირებულია ისეთ ღირებულებებთან, როგორიცაა სიბრძნე, ძალა და სიყვარული.
კითხვა: რა კრიტერიუმებით არჩევთ ჯილდოს მიმღებქალებს? რამდენი ქალი დაჯილდოვდა წელს დარომელ სფეროებში არიან ისინი აქტიურები?პასუხი: ქალები შეირჩევიან საზოგადოების წევრებისმიერ, საზოგადოებაში შეტანილი გამორჩეულიწვლილისა და ადამიანების ცხოვრებისგაუმჯობესებაზე მიმართული საქმიანობისსაფუძველზე. წელს გვყავდა ექვსი ლაურეატი, მათგანერთ-ერთი იყო ახალგაზრდა ლაურეატი. ისინიაქტიურობენ მრავალ სფეროში და ჩართულნი არიანარაერთ ორგანიზაციაში, რის გამოც რთულია მათისაქმიანობის ერთ კონკრეტულ სფეროზე დაყვანა.
კითხვა: რა იყო ამ წლის ღონისძიების ორგანიზებისყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა?პასუხი: ყოველ წელს ვცდილობთ, წინა წლისშედეგებს გადავაჭარბოთ — როგორც შეგროვებულითანხების მოცულობით (რომლებიცსტიპენდიებისთვის გამოიყენება), ისე დამსწრეთარაოდენობით. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაბიზნესებიდან დონაციებისა და სასაჩუქრებარათების მოზიდვაა. მუდმივად ვცდილობთ ახალიდა ინოვაციური იდეების მოძიებას ამ მიზნისმისაღწევად.
კითხვა: რას ნიშნავს თქვენთვის ქალებისმხარდაჭერა დღევანდელ საზოგადოებაში?პასუხი: ქალების მხარდაჭერა ნიშნავს მათიუფლებების აქტიურ დაცვას, მათი მიღწევებისაღიარებას და ისეთი საზოგადოებისჩამოყალიბებაზე მუშაობას, სადაც ყველას, სქესისმიუხედავად, ექნება თანაბარი შესაძლებლობები დაპატივისცემა. ეს გულისხმობს იმ სისტემურიბარიერების აღიარებას, რომლებსაც ქალებიწარსულშიც და დღესაც აწყდებიან, და მათაღმოსაფხვრელად აქტიურ მოქმედებას. ნამდვილიმხარდაჭერა ნიშნავს ქალების მოსმენას, მათიგამოცდილების რწმენას, გენდერული თანასწორობისმხარდამჭერი პოლიტიკის ადვოკატირებას დასხვადასხვა სოციალური ფონის მქონე ქალებისწინაშე არსებული უნიკალური გამოწვევებისგათვალისწინებას.
კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია კულტურულიმრავალფეროვნება თქვენი ორგანიზაციისთვის დარას ნიშნავს, როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდანქალები ერთიან მიზანს ემსახურებიან?პასუხი: კულტურული მრავალფეროვნებაუმნიშვნელოვანესია, რადგან ის ამდიდრებსსაზოგადოებას განსხვავებული ხედვებით, ღირებულებებითა და პრაქტიკებით, რაც ქმნის უფროინკლუზიურ და სამართლიან გარემოს. როდესაცსხვადასხვა ქვეყნიდან ქალები ერთიან მიზანსემსახურებიან, ეს ასახავს მრავალფეროვანიკულტურების ერთიანობისა და თანამშრომლობისძალას. ასეთი თანამშრომლობა ქმნის ინოვაციურგადაწყვეტილებებს, აძლიერებს პრობლემებისგადაჭრის უნარს და ხელს უწყობს უფრო ჰარმონიულიგლობალური საზოგადოების ჩამოყალიბებას.
კითხვა: როგორ შეაფასებდით ლია კილაძისსაქმიანობას?პასუხი: ლია კილაძე, როგორც ჩვენი ორგანიზაციისახალი წევრი, ყოველთვის მზად არისდახმარებისთვის იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არისსაჭირო.


