Accentnews.ge
"კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა"

"კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა"

12/03/2020 17:13:13 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა.

"გვყავს 25 ინფიცირებული. მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მხოლოდ 7 პაციენტია საყურადღებო, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არიან განთავსებული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საკარანტინო ზონაში 309 პაციენტი იმყოფება. ასევე ველოდებით დამატებითი მგზავრების მიღებას და ამისთვის საკარანტინო ზონები მომზადებულია. ხოლო 1100 პაციენტი იმყოფება თვითიზოლაციაში და მათზეც მიმდინარეობს მონიტორინგი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S