"კორონავირუსით ინფიცირებული 25–ე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია"
12/03/2020 15:31:18 საზოგადოება
საქართელოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.
"მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არის მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
„ბოლო მონაცემებით გვაქვს 25 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან. 30 იანვრიდან დღემდე 577 შესაძლო შემთხვევის ნიმუში იქნა გატესტილი ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში. დღეს დილიდან გვქონდა 24 ნიმუში, ზოგიერთი ნიმუში, მოგეხსენებათ განმეორებით შემოდის. მიმდინარეობს კვლევები და დღეს დადასტურებულია მხოლოდ ერთი დადებითი შემთხვევა", – განაცხადა გამყრელიძემ.


