ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადადის
12/03/2020 13:56:47 საზოგადოება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები – ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავლენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
"ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის სილაბუსებით გათვალისწინებული მასალების ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით მიწოდებას უზრუნველყოფს. ელექტრონული კომპონენტებით სწავლის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტი დეტალურ ინფორმაციას ვებგვერდისა და „ფეისბუქის“ გვერდის მეშვეობით გაავრცელებს“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.


