Accentnews.ge
რომში მცხოვრები მამა იოანე ქართველ ემიგრანტებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებს: „წამალსა და საკვებს მე მოგიტანთ“ (ვიდეო)

რომში მცხოვრები მამა იოანე ქართველ ემიგრანტებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებს: „წამალსა და საკვებს მე მოგიტანთ“ (ვიდეო)

12/03/2020 12:15:09 საზოგადოება

რომში მცხოვრები არქიმანდრიტი იოანე (ხელაია) იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს დახმარებას სთავაზობს. მამა იოანე მათ ურჩევს სახლებიდან არ გამოვიდნენ და საჭიროების შემთხვევაში თვითონ მიუტანს წამალსა და საკვებს.

“ვითარება დაძაბულია, გთხოვთ ყველანი დარჩით სახლში, ნურავინ გამოხვალთ, თუ რამე დაგჭირდათ, მზად ვარ, მოგიტანოთ წამლები, საკვები. თქვენს სამსახურში ვარ. ძალიან გთხოვთ მიხედოთ თქვენს თავს, პირველ რიგში ჯანმრთელობას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო, ღმერთმა დალოცოს იტალია და მთელი სამყარო", – აცხადებს მღვდელი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო–მიმართვაში.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 827 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 12 462.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 11 ადამიანი ემსხვერპლა და 18 დაინფიცირდა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 4300–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 118 000–ს გადააჭარბა. 69 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S