Accentnews.ge
17 პაციენტს, მათ შორის იტალიიდან დაბრუნებულ 7 პირს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

17 პაციენტს, მათ შორის იტალიიდან დაბრუნებულ 7 პირს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

12/03/2020 10:20:41 საზოგადოება

17 პაციენტს, მათ შორის იტალიიდან დაბრუნებულ 7 პირს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

"17–ივე პაციენტის ანალიზების პასუხები უარყოფითია. ვისაც ტემპერატურა აქვს, დარჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, დანარჩენები თვითიზლაციასა და კარანტინში გადავლენ", – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული. 24 ინფიცირებული პაციენტიდან 21 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 11 ადამიანი ემსხვერპლა და 18 დაინფიცირდა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 4300–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 118 000–ს გადააჭარბა. 69 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S