აშშ–ის საელჩო ბავშვებისთვის "ფეისბუქ"– LIVE–ს იწყებს
12/03/2020 07:44:35 საზოგადოება
ახალი ტიპის კორონავირუსის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის პერიოდში, საქართველოში აშშ-ის საელჩო ბავშვებისთვის სწავლის გაგრძელებაში დახმარების მიზნით, „ფეისბუქ– ლაივებს" იწყებს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკის საელჩოში გვსურს, ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დავეხმაროთ. "ფეისბუქ–ლაივის" მეშვეობით, სამუშაო დღეებში 14:00 საათიდან ამერიკელი დიპლომატი ინგლისურად წაგიკითხავთ და გესაუბრებათ თავის საყვარელ მოთხრობაზე“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
საელჩო აცხადებს, რომ ინგლისურის სამეცადინოდ და ამერიკის შესახებ მეტის გასაგებად ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა.
ამასთან, პირველი მოთხრობა, რომელსაც ამერიკელი დიპლომატი ალთეა ქოლი-მერფრი წაიკითხავს, დოქტორ სიუსის „ლორაქსი” იქნება.
აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე "ლაივები" 13 მარტს 14:00 საათიდან დაიწყება.
საკოორცინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძებების ფარგლებში, საქართველოში სასწავლო პროცესი პირველ მარტამდე შეჩერდა.


