Accentnews.ge
პრობაციონერები ვალდებულების შესრულებისგან დროებით გაათავიუსფლეს

პრობაციონერები ვალდებულების შესრულებისგან დროებით გაათავიუსფლეს

12/03/2020 07:34:40 საზოგადოება

პრობაციონერები რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან 14 აპრილამდე თავისუფლდებიან,– ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მივმართავ პრობაციონერებს, დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით, ყველანი ხართ გათავისუფლებული პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ. თითის დადება ან პრობაციის ოფიცერთან, სოცმუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები არის გაუქმებული. პრობაციონერებს 14 აპრილამდე ვათავისუფლებთ რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან. საქართველოში ყველას ჩაეთვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამ გამოუცხადებლობას არ მოყვება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის: საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 24 შემთხვევა ფიქსირდება. მთავრობამ ბაღებსა და სკოლებში არდადეგები გაახანგრძლივა. ჯარში გაწვევა გადავადდა ერთი თვით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S