იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, საავადმყოფოდან გაწერეს
12/03/2020 07:06:41 საზოგადოება
იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი ჰქონდა, საავადმყოფოდან გაწერეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო გამოჯანმრთელებამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა გაიაროს სავალდებულო საკარანტინე სივრცე.
„იცით, რომ იტალიაში გვყავდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაინფიცირებული იყო კორონავირუსით, ის გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ეს ძალიან კარგი ცნობა არის ჩვენთვის. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან მაინც უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, ის ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, – განაცხადა ზალკალიანმა.


