Accentnews.ge
"55 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ინფექცია კვლავ უფიქსირდება და კლინიკაში რჩება"

"55 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ინფექცია კვლავ უფიქსირდება და კლინიკაში რჩება"

12/03/2020 07:00:27 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 55 წლის მამაკაცს, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ჯერჯერობით ინფექცია კვლავ უფიქსირდება, რის გამოც იგი კლინიკაში რჩება.

„გაკეთდა მისი ტესტირება ვირუსთან მიმართებაში. მიღებული იქნა სუსტი დადებითი პასუხი. ვირუსი მცირე კონცენტრაციით ისაზღვრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსმა დატოვა ორგანიზმი. მაინც ითვლება, რომ ამ პაციენტთან პასუხი დადებითია და აუცილებლად ითხოვს გადაკონტროლებას. გადაკონტროლება სადღაც 2-4 დღის ინტერვალში მოხდება, ალბათ, უფრო მე-4 დღეს. თუ მიღებული იქნება ნეგატიური პასუხი, ამ შემთხვევაში, ერთი დღის ჩაგდებით კვლავ უნდა ჩატარდეს ტესტირება და განმეორებით უნდა იყოს ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი, რომ ჩაითვალოს პაციენტი გამოჯანმრთელებულად", – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი 55 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 11 ადამიანი ემსხვერპლა და 18 დაინფიცირდა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 4300–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 118 000–ს გადააჭარბა. 69 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S