რას ცვლის კორონავირუსის პანდემიად გამოცხადება
11/03/2020 19:02:49 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიად გამოცხადება მოქმედების არეალს უხსნის იმ ქვეყნების ხელმძღვანელ პირებს, რომლებსაც რადიკალური ზომების მიღებაში ხელს გარკვეული გარემოებები უშლიდათ.
„იმ ქვეყნებს, ვინც აქამდე მერყეობდა, წასულიყო თუ არა რაღაც რადიკალურ ზომებზე, მაგალუთად, ფრენების შეჩერებაზე, კარანტინზე, იზოლაციაზე და აშ. პანდემიის ოფიციალურად გამოცხადებამ ხელ–ფეხი გაუხსნა. მათ შეუძლიათ, რადიკალური ზომები უფრო თამამად გამოიყენონ. სწორედ ამას ცვლის პანდემიის გამოცხადება.
სხვა შემთხვევაში არაფერს ცვლის, რადგან ყველამ ვიცოდით, რომ ისედაც დე ფაქტო პანდემია იყო, უბრალოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას თავისი პოლიტიკა და ფილოსოფია აქვს“,– განმარტა ცერცვაძემ კითხვის საპასუხოდ, თუ რას ცვლის კორონავირუსის პანდემიად გამოცხადება.
ცნობისთვის:ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა ეს არის ეპიდემია, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების გავრცელება ვრცელ რეგიონში; მაგალითად, რამდენიმე ქვეყანაში ან მთელ მსოფლიოში.
იხილეთ ასევე:
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 24 ფაქტი ფიქსირდება.


