Accentnews.ge
მერიაში დეზინფექციის ვერტმფრენით ჩატარების შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ

მერიაში დეზინფექციის ვერტმფრენით ჩატარების შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ

11/03/2020 18:21:36 საზოგადოება

თბილისის მერიაში სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ღამის საათებში დედაქალაქში დეზინფექციის ჩატარება ვერტმფრენით იგეგმება, სიცრუეს უწოდებენ.

როგორც მერიის პრეს–სამსახურში განმარტავენ, მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში დეზინფექციას ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს.

„არც ჩვენ, არც ჩვენს ქალაქს და თქვენს სარეცხს არაფერი ემუქრება. დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვაწვდიან და პანიკის გარეშე, მშვიდად გადავატაროთ ეს რთული დღეები. რაც შეეხება ვერტმფრენით დეზინფექციის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ვირუსულად ვრცელდება სოცქსელებში, რასაკვირველია, არის ტყუილი და ჩემი აზრით, ძალიან ცუდ დროს შერჩეული უკბილო ხუმრობა (იმედი მაქვს, ბოროტი განზრახვა არ ჰქონია ავტორს).

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ თბილისის მერია ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს დეზინფექციას ავტობუსებში, მეტროსადგურებში, მეტროს ვაგონებში, სერვისცენტრებში, უფასო სასადილოებში და ასე შემდეგ...სრულდება ყველა მითითება და რეკომენდაცია, რასაც საკოორდინაციო საბჭო გასცემს. მშვიდობიან ღამეს და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!“,– წერს სოციალურ ქსელში მერიის პრეს–სამსახურის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S