საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
11/03/2020 16:13:56 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მატების ტენდეცია გვაქვს, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, რომ შემთხვევები გვექნება. გზაში დამაწიეს ინფორმაცია, 39 ნიმუში იყო შემოტანალი და ჯერ კიდევ გრძელდება ნიმუშების შემოტანა. სამწუხაროდ, გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა. კვლევები ისევ მიმდინარეობს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 298 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.


