Accentnews.ge
ინფექციონისტი: „ამ დროისთვის ყველა პაციენტის მართვა ხერხდება“

ინფექციონისტი: „ამ დროისთვის ყველა პაციენტის მართვა ხერხდება“

11/03/2020 15:45:36 საზოგადოება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს განსაკუთრებული ჩარევა არ დასჭირდებიათ,– ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მაერინე ენდელაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მსუბუქია კლინიკაში მოთავსებული 12 წლის ბიჭის მდგომარეობაც:

„ამ დროისთვის ყველა პაციენტის მართვა ხერხდება. რაიმე განსაკუთრებული ჩარევა ან ინტესიური თერაპია მათ არ დასჭირვებიათ. რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, შეიძლება ითქვას, რომ დღეს მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა“.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 15 პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან.

ცნობისთვის: საქართველოში „კოვიდ–19“–ის 23 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S