კორონავირუსთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლებისთვის სპეციალური ბრძამება გამოიცემა
11/03/2020 15:12:27 საზოგადოება
მომდევნო 12 საათის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებთან დაკავშირებით სპეციალური ბრძანება გამოიცემა, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლებელ სიტუაციასდაარეგულირებს,– ამის შესახებ პარლამენგტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. .
მისი თქმით, ეს იქნება ძირითადად თვითიზოლაციასთან თუ კარანტინთან დაკავშირებული, ასევე სამედიცინო სამსახურებთან კონსულტაციისთვის, იმ ადამიანებთან დაკავშირებული სცენარები, რომლებიც შესაძლოა, მოგზაურობენ მაღალი გავრცელების ქვეყნებში.
როგორც თალაკვაძე ამბობს, ამ მომენტისთვის არც ერთი პარლამენტარი, პარლამენტის არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფება კარანტინის რეჟიმში და არ აქვს დადასტურებული კორონავირუსის ინფექცია.
„პარლამენტი ამ მომენტისთვის ეფექტურად უმკლავდება ვირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან მან დეპუტატებს ღონისძიებების შეზღუდვისკენ მოუწოდა:
„შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმ აუცილებელი სხდომებით და აუცილებელი პროცედურებით, რომელიც პარლამენტის ფუნქციონირებისათვის არის ამ მომენტში აბსოლუტურად და დასაბუთებულად აუცილებელი. სპეციალური ბრძანება, რომელსაც ჩვენ გამოვცემთ, დაარეგულირებს ჩვენი თანამშრომლებისა და პარლამენტის წევრების რეაქციას ვირუსის რისკებთან დაკავშირებით. ამ ბრძანებაში იქნება გაწერილი, თუ რა მოხდება მაშინ, როდესაც ადამიანი თვითიზოლაციაშია, რა მოხდება მაშინ, როდესაც ექიმის რეკომენდაციით რჩება სახლში ან მოუწევს კარანტინის რეჟიმში ყოფნა. ყველა ეს შესაძლო სიტუაცია იქნება გაწერილი და დარეგულირებული შესაბამის ბრძანებაში“.


