Accentnews.ge
NCDC: “პირველი ინფიცირებულის განმეორებითი კვლევის შედეგების მიხედვით, ვირუსული დატვირთვა შემცირებულია, თუმცა მაინც დადებითია“

NCDC: “პირველი ინფიცირებულის განმეორებითი კვლევის შედეგების მიხედვით, ვირუსული დატვირთვა შემცირებულია, თუმცა მაინც დადებითია“

11/03/2020 14:18:31 საზოგადოება

საქართველოს 50 წლის მოქალაქესთან მიმართებაში, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი ქვეყანაში პირველს დაუდასტურდა, ტესტმა 14 დღის შემდეგაც დადებითი პასუხი აჩვენა.

„ცენტრის მიერ მოხდა პირველი შემთხვევის განმეორებითი ტესტირება. ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, ვირუსული დატვირთვა შემცირებულია, თუმცა მაინც დადებითია“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC).

ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული. 23 ინფიცირებული პაციენტიდან 20 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 22 ადამიანი ემსხვერპლა და 24 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 158–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 778 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 200–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 115 800–ს გადააჭარბა. 67 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S