Accentnews.ge
„გულშემატკივრების გარეშე მატჩების გამართვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის“

„გულშემატკივრების გარეშე მატჩების გამართვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის“

11/03/2020 11:25:19 საზოგადოება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ ახალი ტიპის კორონავიურუსის გამო „გულშემატკივრების გარეშე მატჩების გამართვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის“.

“მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, მაყურებლის გარეშე საერთაშორისო მატჩების გამართვა გამოსავალი არ არის, რადგან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მგზავრობით საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება უწევთ. თითოეულმა ფედერაციამ, უეფა-სთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ გულშემატკივარის უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზეც. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. გულშემატკივრების გარეშე მატჩების გამართვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის”, – წერს ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო მატჩებს აჩერებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S