Accentnews.ge
იტალიიდან გუშინ ჩამოყვანილი 7 პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

იტალიიდან გუშინ ჩამოყვანილი 7 პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

11/03/2020 11:06:15 საზოგადოება

გუშინ იტალიიდან საქართველოში ჩამოყვანილი თანამოქალაქეებიდან 7 პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი ამ დრომდე დედაქალაქის რესპუბლიკური კლინიკის საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის ახალ ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 40 პაციენტი იმყოფება.

"გუშინ იტალიიდან ჩამოიყვანეს საქართველოს მოქალაქეები. მათგან 7 დაკვირვებისთვის ჩვენთან მოიყვანეს. დღეს ეს პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირებისთვის გადადიან", – განაცხადა ლევან გოფოძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული. 23 ინფიცირებული პაციენტიდან 20 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 22 ადამიანი ემსხვერპლა და 24 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 158–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 778 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 200–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 115 800–ს გადააჭარბა. 67 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S