Accentnews.ge
ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი თვითიზოლაციაში იმყოფება

ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი თვითიზოლაციაში იმყოფება

11/03/2020 11:01:00 საზოგადოება

ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე თვითიზოლაციაში იმყოფება.

როგორც გოცირიძე ამბობს, 10 მარტს ჰოლანდიიდან საფრანგეთის გავლით დაბრუნდა, თუმცა მიუხედავად იმია, რომ პირადად რაიმე სახის რეკომენდაციები არ მიუღია, პასუხისმგებლობას გრძნობს და „ხალხში გარევისგან“ თავს იკავებს.

„წუხელ ჰოლანდიიდან (ეს ქვეყანა არ შედის რისკის ქვეყნებში) დავბრუნდი. იქ, სადაც მე ვიყავი, კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული, თუმცა გადაჯდომით პარიზის რეისით ჩამოვედი და მაინც მეტ–ნაკლებად საფრთხის ზონა გამოვიარე. ეს ისეთი ვითარებაა, რომ არასოდეს იცი, სრულად სად ხარ დაცული. ამდენად, გადავწყვიტე, ეს პერიოდი ურთიერთობებისგან თავი შევიკავო და სახლში დავრჩე, რადგან ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობის ტვირთი მაქვს“,– ამბობს გოცირიძე.

ცნობისთვის: საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან ერთი 12 წლის ბავშვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S