Accentnews.ge
ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდა

ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდა

11/03/2020 07:50:22 საზოგადოება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდა, რისთვისაც 65 საპარკინგე ადგილით 5 ლოკაციაა გამოყოფილი.

თბილისის მერის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მძღოლებისთვის პარკირება უფასო იქნება. პარკირების საშვის შეძენა სწრაფი გადახდის აპარატებში, ასევე, თბილისის პარკინგის ვებგვერდზე და ყველა ტიპის სმარტფონიდან, მობილური აპლიკაციების საშუალებით არის შესაძლებელი. მოსახლეობის ინფორმირებისთვის ზონალური პარკინგის არეალში განთავსებულია საინფორმაციო ჯიხური, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ზონალური პარკინგის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიიღონ, ხოლო უძრავი ქონების მესაკუთრეებს შეუძლიათ, სისტემაში საკუთარი ავტომობილები დაარეგისტრირონ, რითაც აღნიშნული სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.

"კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უფასო პარკირებით ისარგებლოს, ვებ–გვერდზე ან სპეციალურ საინფორმაციო ჯიხურში უნდა დარეგისტრირდნენ. ასევე, უფასო პარკირებით სარგებლობა შეუძლიათ შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს. სხვა დანარჩენისთვის კი 15 წუთის შემდეგ (დღეში ოთხჯერ სხვადასხვა ლოკაციაზე), მიმდებარე არეალით სარგებლობა ფასიანი იქნება - ერთი საათი - ერთი ლარი. ზონალურ-საათობრივი პარკირება კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ უკვე მოქმედებს. ზონალური პარკირებისთვის ბარათაშვილის ქუჩის ჩათვლით, სულ 478 ადგილით 56 ლოკაციაა გამოყოფილი. ზონალურ-საათობრივი პარკირების შემდგომი ეტაპი უკვე საბურთალოს რაიონში, ამოქმედდება. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გვექნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S