Accentnews.ge
"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 20 ინფიცირებულიდან ერთ–ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა"

"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 20 ინფიცირებულიდან ერთ–ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა"

11/03/2020 07:14:59 საზოგადოება

"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 20 ინფიცირებულიდან ერთ–ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა", – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"ამჟამად გვყავს ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი. მათგან ერთ–ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, არ უმჯობესდება, თუმცა არც უარესდება. დანარჩენი ინფიცირებულების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქი, გამოხატული სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით. ამ 20 ისტორიის ოთხი წყარო გვაქვს. ერთი წყაროა ირანი და უკავშირდება ორ პაციენტს, მეორე წყაროა იტალია და ერთ-ერთი ქალაქიდან იყო ერთი პაციენტი, რომელსაც მასთან ურთიერთობაში მყოფი 5 პაციენტი დაემატა და ამ წყაროდან სულ გვყავს 6 პაციენტი. მესამე წყაროა ისევ იტალიის ერთ-ერთი ქალაქი და შემოსული 6 პაციენტი, ორი ოჯახი და მათთან კონტაქტში მყოფი კიდევ 5 ადამიანი. ანუ 11 ადამიანია ერთი წყარო. მეოთხე წყარო გვყავს ერთი პაციენტი, ესაა ესპანეთის ისტორია“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული. 23 ინფიცირებული პაციენტიდან 20 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 22 ადამიანი ემსხვერპლა და 24 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 158–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 778 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 200–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 115 800–ს გადააჭარბა. 67 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S