Accentnews.ge
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 20 პაციენტი იმყოფება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 20 პაციენტი იმყოფება

11/03/2020 06:58:32 საზოგადოება

11 მარტის 10:30 საათის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია 41 პაციენტი, რომელთაგან 20-ს დადასტურებული აქვს კორონავირუსით COVID-19 ინფიცირება. მონაცემები მედიას დილით საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააცნო.

მისი ინფორმაციით, 10 მარტს ორ ეტაპად 29 პაციენტის გამოკვლევა ჩატარდა და მათგან COVID-19 მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. შესაბამისად, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღის პირველ ნახევარში 15-მდე გაიზარდა ახალი ტიპის ვირუსის დიაგნოზით მყოფი პაციენტების რიცხვი, დღის მეორე ნახევარში კი, კლინიკაში გადაიყვანეს კიდევ ხუთი პაციენტი, რომლებსაც კორონავირუსი ლაბორატორული კვლევით დაუდასტურდათ.

მარინა ეზუგბაიას ცნობით, 11 მარტს ჩასატარებელია 6 პაციენტის ტესტირება.

11 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 23 ადამიანია ინფიცირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S