Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსი ბავშვის დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი ბავშვის დაუდასტურდა

11/03/2020 03:41:51 საზოგადოება

აქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ბავშვის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა,- ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დაუდასტურა.

ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და ვირუსი 10 მარტს დაუდასტურდათ.

კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი 12 წლისაა.

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა 10 მარტს დადასტურდა, მათგან ხუთი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მათ პირველ ჯერზე ჩატარებული კვლევის შედეგად, კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდათ, განმეორებითმა ტესტმა კი, დადებითი პასუხი აჩვენა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S