ცერცვაძე: "საქართველოში კორონავირუსის შიდა გადაცემის სულ ოთხი შემთხვევაა"
10/03/2020 19:47:44 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის შიდა გადაცემის სულ ოთხი შემთხვევაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს დადასტურებული რვა ახალი შემთხვევიდან მხოლოდ ერთია შიდა გადაცემა,
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ისინი საზღვარ გარეთ დაინფიცირდნენ:
„კარგი ის არის, რომ ჯერ ინფექციის შიდა გადაცემები მინიმალური – სულ 4-5 შემთხვევაა 23-დან. ყველა დანარჩენი ქვეყნის გარეთ დაინფიცირდა".
რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში რჩებიან, ცერცვაძის თქმით, ერთ-ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმე შემთხვევა კი საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების – მსუბუქი.
როგორც ცერცვაძე ამბობს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან დამატებითი რეკომენდაციები არ ვრცელდება.
„საქართველოს მიმართ არის ყველა პუნქტში მოწოდება, რომ სწორად ხდება ყველაფერი“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.


