„დღეს დაფიქსირებული რვავე ახალი შემთხვევა იტალიას უკავშირდება“
10/03/2020 18:36:55 საზოგადოება
„დღეს დაფიქსირებული რვავე ახალი შემთხვევა იტალიას უკავშირდება“, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
"რვავე ახალი შემთხვევა უკავშირდება იტალიას, აქედან 5 უშუალოდ იტალიაში მგზავრობას. ეს 5 პირი დაკავშირებულია მეორე შემთხვევასთან, ე.წ. კლასტერთან, როცა ჯგუფი ერთად მოგზაურობდა იტალიაში. ისინი ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და დღეს დაუდასტურდათ ვირუსი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კიდევ ერთი შემთხვევაა, რომელიც იწვა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გარკვეული სიმპტომებით და კიდევ ორი შემთხვევაა, რომელიც უკვე დასავლეთ საქართველოში, სხვა ინფექციურ კლინიკაშია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა.


