Accentnews.ge
"კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი არ ათავისუფლებს ადამიანს 14-დღიანი თვითიზოლაციისგან"

"კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი არ ათავისუფლებს ადამიანს 14-დღიანი თვითიზოლაციისგან"

10/03/2020 14:54:00 საზოგადოება

"თვითიზოლაციაში ყოფნის დროს ახალი ტიპის კორონავირუსზე ტესტირება და უარყოფითი შედეგი არ ათავისუფლებს ადამიანს თვითიზოლაციისგან", – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

"ძალიან კარგად მინდა, დავიმახსოვროთ, სანამ ადამიანი ავად არ გახდება, კორონავირუსზე ტესტის პასუხი არის უარყოფითი. ანუ ინკუბაციის პერიოდის მაქსიმუმი არის 14 დღე, შეიძლება, ყოველ დღე რომ ისინჯოს, პირველიდან მეცამეტე დღემდე იყოს უარყოფითი და მეთოთხმეტე დღეს გახდეს დადებითი. ამიტომ, ლაბორატორიულ გამოკვლევას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ სიმპტომები დაეწყება ადამიანს, ეს მინდა, რომ ყველამ კარგად დაიმახსოვროს. თუ 14 დღის მანძილზე არც ერთი დღე არ ექნება სიმპტომი, იმას არც ანალიზი არ სჭირდება, ის ჯანმრთელია," - თქვა იმნაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულთან ან იმოგზაურა მაღალი რისკის ქვეყანაში, 14 დღის განმავლობაში უნდა დარჩეს იზოლაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S