Accentnews.ge
მამა ალექსანდრე – ზიარების წესზე: „ამას ეკლესია გადაწყვეტს, მაგრამ არა ახლა“

მამა ალექსანდრე – ზიარების წესზე: „ამას ეკლესია გადაწყვეტს, მაგრამ არა ახლა“

10/03/2020 12:46:02 საზოგადოება

მამა ალექსანდრე გალდავას განცხადებით, ზიარების ფორმა შეიძლება, შეიცვალოს და „ამას ეკლესია გადაწყვეტს, მაგრამ არა ახლა და არც არის ამის საჭიროება“.

მისივე თქმით, ზოგადად, ისტორიულად ზიარების სხვადასხვა ფორმები არსებობდა და „არა იმიტომ, რომ დაავადების ეშინოდათ, არამედ წესი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა იყო“.

როგორც სასულიერო პირი აღნიშნავს, „ზიარების შინაარსია მთავარი და არა გაცემის წესი“.

„წმინდა ზიარება საკურნებელია და არა დასაავადებელი. ამიტომ არ შეილება, რომ ზიარებით რამე დაავადება გადაედოს ადამიანს. ზიარების წმინდა საიდუმლოება შეუცვლელია. ვნახეთ, რომ საბერძნეთში გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა და გაკეთდა იგივე განცხადება, რასაც ქართული ეკლესია აცხადებს, რომ ზიარების წესი უცვლელი რჩება... ამას ეკლესია უნდა წყვეტდეს და არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო“,– განაცხადა მამა ალექსანდრე გალდავამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის: არსებული ინფორმაციით, მიუხედავად ინფექციონისტების რეკომენდაციისა ერთი კოვზით ზიარების ფორმის შეცვლის შესახებ, საპატრიარქო ამ ეტაპზე მსგავსი ცვლილების განხორციელებას არ გგემავს.

ამასთან, დღეს გახდა ცნობილი, რომ საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკლესიებში დეზინფექციის ჩატარებაში დახმარება სხოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S