Accentnews.ge
„კვლევები უტარდება მედპერსონალსაც და შიდა შემთხვევა ჯერ–ჯერობით დაფიქსირებული არაა“

„კვლევები უტარდება მედპერსონალსაც და შიდა შემთხვევა ჯერ–ჯერობით დაფიქსირებული არაა“

10/03/2020 12:03:00 საზოგადოება

ექიმ ინფექციონისტის მაია ზალდასტანიშვილის მონაცემებით, ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი რჩება, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, „მხოლოდ ერთისაა საყურადღებო“.

„საბედნიეროდ, აპარატზე შეერთებული არც ერთი პაციენტი არ გვყავს, არც რეანიმაციაში იმყოფება რომელიმე მათგანი. ყველა პაციენტი ცალ–ცალკე ბოქსში წევს. მათთამ კონტაქტში მხოლოდ მედპერსონალი შედის“,– ამბობს ექიმი.

მისი თქმით, გარკვეული პერიოდულობით კვლევები უტარდება მედპერსონალსაც.

„პირადად მე სამი დღის წინ ჩამიტარდა კვლევა და უარყოფითი პასუხი იყო. ჯერ–ჯერობით შიდა შემთხვევები დაფიქსირებული არაა და იმედია, არც დაფიქსირდება“,– განაცხადა ინფექციონისტმა.

ექიმი მოქალაქეებს პასუხისმგებლობის გამოჩენისა და საჭიროების შემთხვევაში თვითიზოლაციის წესების ზედმიწევნით დაცისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S