Accentnews.ge
გამოკვლეული 33 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

გამოკვლეული 33 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

10/03/2020 06:36:01 საზოგადოება

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისის ინფექციურ კლინიკაში 30 პაციენტი იმყოფება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი დღის განმავლობაში ინფექციურ კლინიკაში ორ ეტაპად 33 პაციენტს ჩაუტარდა ახალ კორონავირუსზე კვლევა და ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, ყველა მათგანთან პასუხები უარყოფითი იყო.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, აღნიშნული მოქალაქეების ნაწილი უკვე საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევა ფიქსირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S