ამინდის 10–15 მარტის პროგნოზი
09/03/2020 07:14:40 საზოგადოება
სინოპტიკოსები საქართველოში კვირის განმავლობაში ძირითადად თბილი და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა ძირითადად, უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერი 23-28 გრადუსამდე დათბება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 18-23 გრადუსი იქნება.
თბილისში დღისით ტემპერატურა 21-24 გრადუსამდე მოიმატებს.


