Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა

09/03/2020 05:59:29 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გავრცელდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ბოლოს დაინფიცირებული 2 პაციენტიდან ერთი ე.წ. იტალიური კლასტერიდანაა, მეორეს კი ესპანეთში იტალიელებთან ჰქონდა შეხება.

„იმ ორი ახალი პაციენტიდან, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთი იტალიიდან ჩამოსულების კლასტერიდანაა, მეორე კი ესპანეთიდან ჩამოვიდა, სადაც იტალიელებთან ინტენსიური კონტაქტები ჰქონდა. ორივეს სიცხე, დაბალი ტემპერატურა, ზომიერად გამოხატულა ხველა აქვს. აუცილებლად გაგრძელდება მათზე დაკვირვება, ყურადღებით უნდა ვიყოთ“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 51.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S