"კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთის კი შედარებით დამძიმდა"
09/03/2020 05:54:23 საზოგადოება
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებში ამ დროისთვის 23 პაციენტია მოთავსებული, მათგან 3 წუხელ შეიყვანეს.
23 პაციენტს შორისაა ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული 12 ადამიანი.
როგორც მედიკოსები აცხადებენ, კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე რჩება, კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა კი სხვებთან შედარებით ოდნავ დამძიმდა, ვინაიდან მას ტემპერატურა უფიქსირდება. რაც შეეხება დანარჩენებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია.
გარდა ამისა, კლინიკაში მოთავსებული 23 პაციენტიდან 8–ის ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.
ცნობისთვის: საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 15 შემთხვევა ფიქსირდება.


