24 წლის ხატია თუშურაშვილს მძიმე სენის დასამარცხებლად საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება
08/03/2020 14:58:55 საზოგადოება
"ეს ხატიაა... ჩემი ბავშვობის მეგობარი და ფაქტიურად ჩემი ოჯახის წევრი... სამწუხაროდ მას ცოტა ხნის წინ თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. საქართველოში უკვე ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია. თუმცა ეს მისი გამოჯანმრთელებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად ახლა საჭიროა საზღვარგარეთ მკურნალობა, ქიმიოთერაპიისა და რეაბილიტაციის კურსი, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა. მას ახლა ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება სჭირდება. თითოეული თეთრი ძვირფასი და მნიშვნელოვანია!" - ამ პოსტს "ფეისბუქში" პირად გვერდზე ხატიას მეგობარი ავრცელებს და საზოგადოებას მის დახმარებას სთხოვს. ხატია 24 წლის არის და მას 10 თვის შვილი ყავს.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
- საქართველოს ბანკი: GE05BG0000000323441400
- თიბისი ბანკი: GE92TB7665845064300014
- ლიბერთი ბანკი: GE61LB0711167860985000
მიმღები: იოსებ ელკანიშვილი პირადი ნომ: 45001035119


