Accentnews.ge
"ნუ გეშინიათ, ერთიანი ძალებით კაცობრიობა დაამარცხებს ამ ვირუსს ისევე, როგორც დაამარცხა კეთრი"

"ნუ გეშინიათ, ერთიანი ძალებით კაცობრიობა დაამარცხებს ამ ვირუსს ისევე, როგორც დაამარცხა კეთრი"

08/03/2020 10:26:47 საზოგადოება

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის განცხადებით, კაცობრიობა ერთიანი ძალებით დაამარცხებს ახალი ტიპის კორონავირუსს ისევე, როგორც თავის დროზე კეთრი დაამარცხა.

„კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და არა მარტო ჩვენი ქვეყანა, მთელი მსოფლიო, ეს არის ახალი ვირუსი, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა დედამიწაზე, როდესაც ვრცელდება ვირუსი, როდესაც ვრცელდება დაავადება. ყოფილა უფრო მძიმე შემთხვევები, მაგრამ უფალი მეფობს და ყველას კიდევ ერთხელ მინდა გადმოგცეთ პატრიარქის დალოცვა და გითხრათ, ნუ გეშინიათ ამ ვირუსის, კაცობრიობა დაამარცხებს ამ ვირუსს. რა თქმა უნდა, ძნელია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, რომელიც შეიძლება არ არის სათანადოდ მზად ასეთი ბრძოლისათვის, მაგრამ ერთიანი ძალებით კაცობრიობა დაამარცხებს ამ ვირუსს, ისევე როგორც დაამარცხა ბევრი სხვა დაავადება, მაგალითად კეთრი, რომელიც აღარ არის მსოფლიოში, საშინელი დაავადება, რომელიც ვრცელდებოდა, საშინლად გადამდები იყო და ჯერ კიდევ 60-იან წლებში კეთრის შემთხვევები არსებობდა. კაცობრიობამ გადალახა და კაცობრიობა გადალახავს ამ ვირუსსაც“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა სამების საკათედრო ტაძარში გამართული საკვირაო წირვის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S