საჩხერის საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
08/03/2020 10:26:07 საზოგადოება
საჩხერის საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა. სამედიცინო ცენტრის დირექტორის განცხადებით, პაციენტის ანალიზის პასუხი დღეს გახდა ცნობილი და იგი ბოქსირებულ განყოფილებაშია.
მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ინფიცირებულს იტალიის მოქალაქესთან ჰქონდა კონტაქტი.
მისივე თქმით, კლინიკაში ვირუსის სიმპტომით მეორე პაციენტიც არის მოთავსებული და მისი ანალიზის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
ცნობისთვის: მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გევრდის stopcov.ge მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევა ფიქსირდება. მონაცემები საჩხერის შემთხვევის შემდეგ არ გაზრდილა, შესაბამისად, სავარაუდოდ, საჩხერის საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტის შემთხვევა ვებ-გვერდზე გამოქვეყებულ სტატისტიკაში შედის.


