Accentnews.ge
„9 ინფიცირებულიდან ერთ–ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“

„9 ინფიცირებულიდან ერთ–ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“

06/03/2020 16:59:36 საზოგადოება

„ახალი ტიპის კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებული 9 პაციენტიდან ერთ–ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ერთი ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა სტაბილურია, მაგრამ მაინც აღინიშნება ტემპერატურის მატება 38,5-დან 39,5-მდე. გარდა ამისა, მას აქვს ხველა და საერთო სისუსტე. იგი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დანარჩენ ინფიცირებულ პაციენტებს ან არ აქვთ რაიმე სიმპტომი, ან მსუბუქი ფორმით აქვთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა:

"ამ მომენტში კლინიკაში იმყოფება 30 პაციენტი, მათგან 9 არის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული, ხოლო დანარჩენი არა. დღეს მოვიდა პასუხი 5 ახალ პაციენტზე, მათ კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ. სავარაუდოდ, ისინი კარანტინში იქნებიან გადაყვანილი. დანარჩენების ანალიზების პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი".

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 30 ადამიანი ემსხვერპლა და 143 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3042–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 552 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 3,383–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 100 000–ს გადააჭარბა. 55 600–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S