
ვლადიმირ პუტინი: "ახალგაზრდული ინიციატივები რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების გაძლიერების გასაღებია"
30/06/2025 10:57:00
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთსა და მის მიერვე ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "ახალგაზრდული კონტაქტების გაფართოებისა და ამისთვის პირობების შექმნის" მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პუტინმა ახალგაზრდულ ცენტრებთან ვიდეო ჩართვისას განაცხადა, რომ "აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან და სწორედ ამიტომ, ამ რესპუბლიკასთან ურთიერთობების განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანი სფეროა“.
„ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ამ კონტაქტების გაფართოებაზე ესაუბრათ, რათა ეს კონტაქტები ცოცხალი იყოს, სასარგებლო იყოს თქვენს რესპუბლიკაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და გაძლიერდეს კავშირები რუსეთსა და აფხაზეთს შორის“, - აღნიშნა პუტინმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს "რესპუბლიკის მომავლისა და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულებაა".