ამინდის 6–10 მარტის პროგნოზი
06/03/2020 10:10:03 საზოგადოება
6-10 მარტს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიზე შავი ზღვის სამხრეთ - დასავლეთიდან სითბოს ინტენსიური გადმოტანა გრძელდება.
7-8 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება, ხოლო 9-10 მარტს 2-3 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დათბება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც.
სინოპტიკოსთა ინფორმაციით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6-9 მარტს +18, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 10 მარტს +22 გრადუსამდე მოიმატებს.


