საჩხერის საკარანტინო სივრცეში მყოფმა მოქალაქეებმა კარანტინი დაასრულეს
06/03/2020 09:00:14 საზოგადოება
საჩხერის საკარანტინო სივრცეში მყოფმა მოქალაქეებმა კარანტინი დაასრულეს.
"იზოლაციაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ახალი ტიპის კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არც ერთ მათგანს არ აღენიშნება", – განაცხადა საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მიხელ ქამუშაძემ.
მოქალაქეების საკუთარ სახლებში გადაყვანა სასტუმროს მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით განხორციელდა.
საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან სამშობლოში 22 თებერვალს დაბრუნდა. ისინი ორკვირიანი კარანტინის გავლის მიზნით საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში ამ დრომდე იმყოფებოდნენ.


