Accentnews.ge
სკოლებსა და ბაღებში არდადეგები შესაძლოა, გახანგრძლივდეს

სკოლებსა და ბაღებში არდადეგები შესაძლოა, გახანგრძლივდეს

06/03/2020 09:07:21 საზოგადოება

სკოლებსა და ბაღებში არდადეგები შესაძლოა, გახანგრძლივდეს. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩვენ ისევე, როგორც მთელი მსოფლიო ვაკვირდებით ეპიდემიის მიმდინარეობას. იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, ჩვენ არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ტიპის კორონავირუსის გამო საქართველოს მთავრობამ 2 მარტიდან 16 მარტამდე სასკოლო არდადეგები გამოაცხადა. ამასთან სასწავლო პროცესი შეწყდა საბავშვო ბაგა-ბაღებში, სახელოვნებო სკოლებში და რიგ უნივერსიტეტებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S