დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველებისა და უცხოეთიდან დაბრუნებულებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
06/03/2020 08:18:01 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველებისა და დასენიანებული ქვეყნებიდან დაბრუნებული პირებისთვის ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს.
ცენტრის მთავარი რეკომენდაციაა, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო თუ აუცილებელი არ არის, საზოგადოებამ გადადოს მოგზაურობა, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეყნებში.
იმ შემთხვევაში კი თუ პირი საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებს, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:
- არ იქონიოთ დაუცველი და მჭიდრო კონტაქტი გარეულ და /ან ფერმის ცხოველებთან და ფრინველებთან;
- არ მიირთვათ უმი ხორცისგან დამზადებული მოუხარშავი კერძები;
- მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას;
- ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით;
- გამოიყენეთ სამედიცინო ნიღაბი თუ გახველებთ ან გაცემინებთ;
- ხველის ან ცემინების დროს აიფარეთ პირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი;
- თუ თავს ცუდად გრძნობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- თქვენ უნდა იყოთ იზოლაციაში თქვენს მიერ დასენიანებული რეგიონის დატოვებიდან 14 დღის განმავლობაში.


