Accentnews.ge
ხვალ DRG–ის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ DRG–ის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება

06/03/2020 07:40:49 საზოგადოება

მონაცემთა კვლევის ჯგუფმა (DRG) ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ ცოდნის და დამოკიდებულების შესაფასებლად კლინიკა „ნეოლაბის“ დაკვეთით მოსახლეობის ინტერნეტ-გამოკითხვა ​ჩაატარა.

კვლევის შედეგებს საზოგადოებას ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი და ვირუსულოგი გიორგი კამკამიძე წარუდგენენ. პრეზენტაცია 7 მარტს 12 სთ–ზე კლინიკა „ნეოლაბის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

კვლევაში ასახულია მოსახლეობის სხვადასხვა პროფესიული და ასაკობრივი ჯგუფების ცოდნის დონე ვირუსთან დაკავშირებით, დამოკიდებულება პრევენციული მეთოდების მიმართ და სახელმწიფოს მზადყოფნის შეფასება ეპიდემიასთან ბრძოლაში. გამოკითხვა 2-4 მარტის პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 5228 ადამიანმა მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S