Accentnews.ge
„ინფიცირებული 9 პაციენტიდან ერთ–ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა“

„ინფიცირებული 9 პაციენტიდან ერთ–ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა“

06/03/2020 07:10:30 საზოგადოება

„ინფიცირებული 9 პაციენტიდან ერთ–ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ბოლო 6 ინფიცირებული პაციენტებიდან, ერთი პირის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, აქ დაავადება კარგად არის გამოვლენილი. მეორე პაციენტის მდგომარეობა არის შედარებით მსუბუქი და თუ ასე შენარჩუნდება, კარგი იქნება. დანარჩენი პაციენტები არიან კლინიკის გამოვლინების გარეშე, დადებითი ტესტირებით, ამათთან გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა კვლევები და შეფასება დინამიკაში, როგორ ვითარდება სიტუაცია. რაც შეეხება პირველ სამ პაციენტს, რომელიც დაახლოებით ერთი კვირაა ჩვენთან არიან მოთავსებულები, მათთან სტაბილური სიტუაციაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 25 პაციენტია.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 30 ადამიანი ემსხვერპლა და 143 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3042–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 552 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 3,383 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 97 000–ს გადააჭარბა. 55 600–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში 1 მარტს ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. 5 მარტს დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა. ბოლო 6 ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S