Accentnews.ge
ცხინვალი თბილისს "2008 წლის ომის პერიოდის რეალობის გაცნობიერების" გამო აქებს

ცხინვალი თბილისს "2008 წლის ომის პერიოდის რეალობის გაცნობიერების" გამო აქებს

03/06/2025 13:12:00

ცხინვალი "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლებას "2008 წლის აგვისტოს ომის დროინდელი რეალობის სწორად აღქმის" გამო აქებს. შესაბამისი განცხადება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზე ოსური დელეგაციის წარმომადგენელმა კონსტანტინე კოჩიევმა თეა წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიის მუშაობის კომენტირებისას გააკეთა.

კოჩიევის თქმით, ჟენევის დისკუსიების 63-ე რაუნდის შედეგად "გაჩნდა დამაიმედებელი სიგნალები თბილისსა და ცხინვალს შორის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმებასთან დაკავშირებით". მისივე ინფორმაციით, ხსენებული შეთანხმების მომზადება ივნისისთვის დაგეგმილი 64-ე რაუნდის საკვანძო თემა იქნება. 

"ჩვენ ასევე თვალს ვადევნებთ მეზობელ საქართველოში მოვლენათა გარკვეულ განვითარებას, კერძოდ, იმის სულ უფრო ფართოდ აღქმას, რა ხდებოდა რეალურად 2008 წელს ოსურ მიწაზე. ეს პროცესები დამატებით შესაძლებლობებს ხსნის ჟენევის დისკუსიების საკვანძო ასპექტებში ერთობლივი შეთანხმებული მიდგომების გამომუშავებისათვის" - დასძინა კოჩიევმა. 

ოსური მედიის ინფორმაციით, ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ასევე ვითარება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.  

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S