„თუ კორონავირუსი მოიქცა სხვა ვირუსებივით, დათბობასთან ერთად ავადობა უნდა შემცირდეს“
05/03/2020 18:23:32 საზოგადოება
„თუ კორონავირუსი მოიქცა სხვა ვირუსებივით, დათბობასთან ერთად ავადობა უნდა შემცირდეს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ტემპერატურის მატებასთან ერთად, არის ასეთი შეხედულებები და მეცნიერების პროგნოზი, რომ თუ ეს ვირუსი მოიქცა ისე, როგორც ყველა სხვა რესპირაციული ვირუსი, მაშინ დათბობასთან ერთად, ავადობის ინტენსივობა უნდა შემცირდეს. მაგრამ ეს ახალი ვირუსია, ორი თვე აქვს ისტორია და არ ვიცით მისი ქცევის წესები“,– განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის: ქვეყანაში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ვირუსის მეოთხე შემთხვევა დღეს დილით დადასტურადა, ის იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში კვირას ჩამოვიდა, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. დღის ბოლოს კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდგინდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა.


