Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს

29/05/2025 18:17:00

გალის რაიონში დააკავეს თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (СГБ), ინფორმაციით, დე ფაქტო უწყებამ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტთან ერთად, გამოავლინა „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის არხი“, რის შედეგადაც დააკავა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ორი ჯგუფი.

„ერთ ჯგუფში თურქეთის ორი მოქალაქეა: 1997 წელს დაბადებული სელჩუკ გურენი, რომელიც, ოპერატიული მონაცემების თანახმად, ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნის ქვეშაა თურქეთში ადრე ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისთვის და 2001 წელს დაბადებული დოგან ბერსანი, რომელიც ასევე მკვლელობისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იძებნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო უწყების ცნობით, 26 მაისს დააკავეს „აზერბაიჯანის მოქალაქეები: აზიზოვი ჰასან ეთიბარ ოღლუ, დაბადებული 1974 წელს და თაჰმაზლი ნამაზ თაჰმაზ ოღლუ, დაბადებული 1990 წელს“.

ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „საქართველოს ტერიტორიაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, მათ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმალვა სცადეს“.

აზერბაიჯანის მოქალაქეებისგან განსხვავებით, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“ არ აკონკრეტებს, სად და რა მიზნით მიემართებოდნენ თურქეთის დაკავებული მოქალაქეები.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაკავებულთა წინააღმდეგ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 324-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საზღვრის უკანონო კვეთა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით).

თბილისში მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S