Accentnews.ge
„შესაძლებელია, ადამიანმა კორონავირუსი გადაიტანოს უსიმპტომოდ, მაგრამ თავად რომ არ იქცეს ინფიცირების წყაროდ, 2–კვირიანი თვითიზოლაცია აუცილებელია“

„შესაძლებელია, ადამიანმა კორონავირუსი გადაიტანოს უსიმპტომოდ, მაგრამ თავად რომ არ იქცეს ინფიცირების წყაროდ, 2–კვირიანი თვითიზოლაცია აუცილებელია“

05/03/2020 10:30:32 საზოგადოება

„შესაძლებელია, ადამიანმა ახალი ტიპის კორონავირუსი გადაიტანოს უსიმპტომოდ, მაგრამ მისგან რომ გადაედოს სხვას, ის შეიძლება, უმძიმესი მიმდინარეობა იყოს“, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, ჩინეთში 75 000 ინფიცირებულ ადამიანზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ პაციენტთა დაახლოებით 1%–ში კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

„შესაძლებელია, ადამიანმა კორონავირუსი გადაიტანოს უსიმპტომოდ, მაგრამ თავად რომ არ იქცეს ინფიცირების წყაროდ, აუცილებელია, იტალიიდან ჩამოსულები 2–კვირიან თვით იზოლაციაში იყვნენ“, – განაცხადა იმნაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 140–ზე მეტი ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.

ცნობისთვის: „COVID-19“–ით გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 31 ადამიანი ემსხვერპლა და 143 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3012–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,413 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 3220 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 92 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 52 000–ზე მეტი პაციენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S